ნატო ვილნიუსის სამიტამდე ოსლოში მინისტერიალს მართავს
31/05/2023 06:13:47 მსოფლიო
ნატო ვილნიუსის სამიტამდე ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში არაფორმალურ მინისტერიალს მართავს.
31 მაისს და 1 ივნისს ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ოსლოში შეიკრიბებიან. ნატო–ს ცნობით, მინისტრები, მათ შორის უკრაინისა და შევდეთის საკითხებს განიხილავენ.
როგორც ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას შევდეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.
დასავლური მედიის ცნობით, ოსლოში შვედეთისა და თურქეთის მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს არ ელიან, რადგან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მინისტრერიალზე ჩასვლას არ გეგმავს.
ნატო–ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.
ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ფინეთის უკვე გახდა ალიანსის წევრი. რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.


