Accentnews.ge
კრემლის მთავარ კლინიკურ საავადმყოფოში ბომბსაცავი შენდება

კრემლის მთავარ კლინიკურ საავადმყოფოში ბომბსაცავი შენდება

31/05/2023 05:43:35 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კრემლის მთავარ კლინიკურ საავადმყოფოში სასწრაფოდ დაიწყო ბომბსაცავის მშენებლობა, რომელიც 800 ადამიანზე იქნება გათვლილი.

35 მლნ რუბლად შეფასებული პროექტი მოწოდებულია, საავადმყოფოს ბინადრები როგორც აფეტქების ტალღისგან, ისე რადიაციისგან დაიცვას. ამ მიზნით მასში მოეწყობა სპეციალური სავენტილაციო სისტემა, რომელიც ჰაერს მასობრივი განადგურების აირებისგან და წვის პროდუქტებისგან გაწმენდს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტს 24 მაისს მოეწერა ხელი, სამუშაოების დასრულება კი მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე იგეგმება,

ცნობისთვის: უკრაინასთან განგრძობადი ომის პირობებში მიმდინარე წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ბომბსაცავების მოწყობის არასაჯარო კამპანია წამოიწყო. გამოცემა BAZA-მ მოსკოვის მარტო ერთ ოლქში 900 ბომბსაცავი მოითვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S