Accentnews.ge
აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს

31/05/2023 05:30:43 მსოფლიო

აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს, რომელიც ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის გამოყენებადი ტექნოლოგიების ექსპორტს შეეხება.

ამის შესახებ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები, რომელიც დღესვე გამოცხადდება, შეეხება ასევე რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას.

ცნობისთვის: მაისის შუა რიცხვებში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გასული წლის აგვისტოდან დღემდე ირანმა რუსეთს 400-ზე მეტი ერთეული კამიკაძე-დრონი მიაწოდა. ჯერჯერობით უპილოტოები ძირითადი სამხედრო დახმარებაა, რომელსაც თეირანი მოსკოვს უწევს, თუმცა კრემლს მეტის იმედი აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S