Accentnews.ge
კადიროვმა კრემლს მოუწოდა, რუსეთში საომარი მდგომარეობა შემოიღოს

კადიროვმა კრემლს მოუწოდა, რუსეთში საომარი მდგომარეობა შემოიღოს

31/05/2023 05:21:33 მსოფლიო

"მოსკოვზე უკრაინული უპილოტოების თავდასხმის შემდეგ რუსეთში საომარი მდგომარეობაა გამოსაცხადებელი" - თვლის ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი.

მისივე შეფასებით, "კიევის გადაწყვეტილებები სულ უფრო ნაკლებ ეჭვს ტოვებს იმაში, რომ უკრაინის ხელისუფლება ტერორისტულ მეთოდებს იყენებს".

"აუცილებელია, რუსეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს - გამოვიყენოთ ამისათვის განსაზღვრული ყველა საბრძოლო რესურსი ამ ტერორისტული ბანდის ერთიანად ამოსაწყვეტად. არანაირი სამხედროები და პოლიტიკოსები უკრაინაში არ არიან, არიან მხოლოდ ტერორისტები. მათ მიმართ რევერანსები უნდა დასრულდეს, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიმკაცრე და დაუნდობლობა, რათა სამომავლოდ რუსეთზე თავდასხმა თავშიც კი აღარ გაივლოს" - განაცხადა კადიროვმა და კიევს "სასტიკი პასუხით" დაემუქრა.

ამასთან, მან მიმართა ევროპას, "დაფიქრდეს, ვის ასპონსორებს და იმაზე, თუ რა ელის, როცა რუსეთი მაგალითად, გერმანიის ან პოლონეთის კარზე დააკაკუნებს": "პასუხს რითი გასცემთ? - მთელი იარაღი ხომ უკვე უკრაინაში გექნებათ დახარჯული".

ცნობისთვის: რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა მხოლოდ გარე აგრესიის ან მისი საფრთხის შემთხვევაში ცხადდება, თანამედროვე რუსეთში იგი ამ დრომდე არცერთხელ არ ყოფილა შემოღებული.

30 მაისს მოსკოვზე უკრაინის ომის დაწყების დროიდან უმსხვილესი საჰაერო შეტევა განხორციელდა. დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქს 25 დრონი უტევდა, რომელთაგან რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მხოლოდ 10-ის ჩამოგდება შეძლო. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დრონები სამ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაშავდა ორი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S