სტოლტენბერგი: აბსოლუტურად მშვიდად ვარ, შვედეთი ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება
31/05/2023 05:22:13 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთი ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება.
"აბსოლუტურად მშვიდად ვარ იმასთან მიმართებით, რომ შვედეთი აუცილებლად გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ გვექნება მჭიდრო კონტაქტი პრეზიდენტ ერდოღანთან, რათა დავეხმაროთ ამ პროცესის მალე დასრულებას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის: 2022 წლის 29 ივნისს ნატო–ს ქვეყნებმა ოფიციალურად მიეწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და უსაფრთხოების მიზნით ნატო–ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ალიანსში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება ნატო–ს 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ფინეთის უკვე გახდა ალიანსის წევრი. რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებას ამ ეტპზე თურქეთი და უნგრეთი აყოვნებენ. ბოლო პერიოდში თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს იმ შეთანხმების დარღვევაში, რომლის საფუძველზე თურქეთი გასულ წელს შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების მხარდაჭერას დასთანხმდა.


