Accentnews.ge
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

31/05/2023 05:08:18 მსოფლიო

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, რომელიც ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად მაზუთის გამოსახდელ დანადგარს გაუჩნდა.

ქარხანა სევერსკის რაიონის დაბა აფიპსკიში მდებარეობს.

გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე დილის 6 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი ლოკალიზებული იყო.

3 მაისს უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნაში ნავთობის რეზერვუარი დაიწვა. 4 მაისს დრონით დარტყმის შედეგად ამავე რეგიონში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.რუსეთი თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს. კიევი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S