Accentnews.ge
როსტოვში ტრიბუნის ნგრევის შედეგად ქალი დაიღუპა, დაშავებულია 10 ბავშვი

როსტოვში ტრიბუნის ნგრევის შედეგად ქალი დაიღუპა, დაშავებულია 10 ბავშვი

31/05/2023 04:44:05 მსოფლიო

დონის როსტოვში ტრიბუნის ნგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. მათ შორისაა 10 ბავშვი და 5 მოზარდი. ამ უკანასკნელთაგან ერთი - შუა ხნის ქალი მიღებული ტრავმვების შედეგად დაიღუპა, მისი ორი შვილი კი მძმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რეგიონის ხელმძღვანელმა ვასილი გოლუბევმა მომხდარის მიზეზად ძლიერი ქარი დაასახელა.

რუსული მედიის ცნობით, ტრიბუნა იმ დროს ჩამოიშალა, როდესაც სპორტულ კომპლექსში სასკოლო გუნდების საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა. მასში 2010 წელს დაბადებული მოზარდები მონაწილეობდნენ. უშუალოდ ნგრევის მომენტში ტრიბუნაზე 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა,

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ობიექტზე რეკონსტრუქცია ჩატარდა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 800 მილიონი რუბლი დაუჯდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S