Accentnews.ge
აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

31/05/2023 04:16:03 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

მედიის ცნობით, პაკეტი მოიცავს „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის საბრძოლო მასალას. გარდა ამისა, პაკეტში შედის „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემები, სატანკო საბრძოლო მასალები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

აღნიშნული დახმარების პაკეტი იქნება რიგით 39-ე შეერთებული შტატების მხრიდან. პენტაგონის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 36,9 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S