Accentnews.ge
POLITICO - ღარიბაშვილის განცხადებაზე: "ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა ნატო-ს უკრაინის წინააღმეგ რუსულ ომში ადანაშაულებს"

POLITICO - ღარიბაშვილის განცხადებაზე: "ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა ნატო-ს უკრაინის წინააღმეგ რუსულ ომში ადანაშაულებს"

31/05/2023 03:54:42 პოლიტიკა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა "POLITICO" 30 მაისს ბრატისლავაში, GLOBSEC-ის ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით "ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა ნატო-ს უკრაინის წინააღმეგ რუსულ ომში ადანაშაულებს" ("NATO aspirant country blames NATO for Russia’s war on Ukraine").

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, "უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე საუბრისას ღარიბაშვილი კრემლის გზავნილებს ახმოვანებს" და მისი განცხადებები "მორიგი ნიშანია იმისა, რომ თბილისი დასავლეთს შორდება".

"ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ნატო-ს გაფართოება… უკრაინის სურვილი, ნატო-ს წევრი გამხდარიყო. 2022 წლის თებერვალში, მანამდე, სანამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას გასცემდა, "დასალური არმიების მიერ რუსეთის საზღვრების მოსალოდნელი დარღვევა" პუტინის სადეზინფორმაციო პროპაგანიდსტული ნარატივების მთავარ ნაწილს წარმოადგენდა" - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ნატო საქართველოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად იქცა და მოსახლეობის 77% მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა ბოლო წლებში ნატო-სკენ გზაზე საქართველოს პროგრესი შეჩერდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S