Accentnews.ge
მოსკოვზე დრონების თავდასხმით შეშინებული დუმის დეპუტატი კიევს ემუქრება

მოსკოვზე დრონების თავდასხმით შეშინებული დუმის დეპუტატი კიევს ემუქრება

30/05/2023 14:12:54 მსოფლიო

პრეზიდენტმა ადრე თქვა, რომ ჩეჩმაში ჩავტენით ყველა ტერორისტს და ე.ი. ასე მოვიქცევით, - ასე იმუქრება მოსკოვზე დრონების თავდასხმით შეშინებული დუმის დეპუტატი ანდრეი კრასოვი.

მისი თქმით, "კიევის რეჟიმმა" რუსეთის წინააღმდეგ "ტერორისტული აქტი" ჩაიდინა და "ნებისმიერი ტერორისტი უნდა იქნას განადგურებული".

"დღეს მშვიდობიანი დილა არ იყო. მოსკოვს დრონებით დაესხა თავს ტერორისტული სახელმწიფო და გასაგებია, რომ ეს ახალი ტენდენცია რომელიც მოდის უკრაინული რაიხის ფიურერებისგან, კარგს არაფერს მოიტანს. ვშიშობ, რომ ეს უკრაინული რაიხი უკრაინას ნანგრევებად აქცევს" ამბობს კიდევ ერთი წარმომადგენელი დუმადან. ის იმუქრება, რომ "პასუხი შესაძლოა გაცემულ იქნას ყველა შესაძლო სამხედრო საშუალებით - ტაქტიკური ბირთვული იარაღი დიდი ხანი არ იქნება უსაქმოდ".

ვრცელდება მომხდარით აღშფოთებული პრიგოჟინის აუდიოჩანაწერიც. "ვაგნერის" ხელმძღვანელი ყველაფერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს:

"თქვე პირუტყვებო, რას ჩადიხართ, აწიეთ ტრა*ები მაგ სავარძლებიდან, რომლებზეც დაგსვეს და დაიცავით ეს ქვეყანა, თქვენ ხართ თავდაცვის სამინისტრო და არაფერი გაგიკეთებიათ, როგორ დაუშვით, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები მოფრენილიყო რუსეთში" - ამბობს პრიგოჟინი.

მისივე თქმით ხალხს სრული უფლება აქვს "გაქსუებულ ნაძირლებს" პასუხი მოსთხოვოს.

შეგახსენებთ, დღეს, დილით მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. რუსეთის თავდაცვამ მოსკოვზე შეტევას ტერორისტული აქტი უწოდა და განაცხადა, რომ 8 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინა .ოსკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობას უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S