Accentnews.ge
ლატვიის დედაქალაქში პუშკინის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა

ლატვიის დედაქალაქში პუშკინის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა

30/05/2023 09:06:34 მსოფლიო

რიგის ძეგლთა სააგენტომ პოეტ ალექსანდრე პუშკინის ძეგლი დედაქალაქის მთავარი, კრონვალდის პარკიდან აიღო და მას, მოგვიანებით მხატვართა კავშირის მუზეუმს გადასცემს, - ამის შესახებ პორტალი LSM.lv-ი იუწყება.

ქანდაკების გადატანის გადაწყვეტილება, როგორც გამოცემა განმარტავს, მიიღეს იმის გამო, რომ 2009 წელს რიგის ისტორიული ცენტრის შენარჩუნებისა და განვითარების საბჭომ და კულტურული ძეგლების დაცვის სახელმწიფო ინსპექციამ არ დაამტკიცეს მისი განთავსება კრონვალდiს პარკში და გამოვიდნენ რეკომენდაციით, ძეგლის სხვა ადგილზე გადატანის შესახებ.

2023 წლის მარტის დასაწყისში რიგის საკრებულოს ძეგლთა საბჭომ გადაწყვიტა რუსი პოეტის ძეგლი სხვა ადგილას გადაეტანა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რიგის საკრებულოს მმართველმა კოალიციამაც.

მანამდე, რიგის საკრებულოს ძეგლთა საბჭომ მხარი დაუჭირა ქალაქში მდებარე ექვსი საბჭოთა ეპოქის ძეგლის დემონტაჟს ან სხვა ადგილზე გადატანას, რადგან ისინი "განადიდებენ საბჭოთა რეჟიმს".

აგვისტოს ბოლოს ლატვიის ხელისუფლებამ აიღო ნაცისტი დამპყრობლებისგან საბჭოთა ლატვიისა და რიგის განმათავისუფლებლები საბჭოთა არმიის მეომრების ძეგლი.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი თავის ტერიტორიაზე განათავსებს სხვა ქვეყნებში დემონტირებულ საბჭოთა მეომრების ძეგლებს.

2022 წლის აპრილიდან მოყოლებული უკრაინაში პუშკინის ძეგლები, ბიუსტები და მემორიალური დაფები აიღეს კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ლვოვში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიეში და სხვა ქალაქებსა თუ დასახლებულ პუნქტებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S