Accentnews.ge
ისრაელის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ისრაელის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

30/05/2023 06:29:15 მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პირველი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით ბაქოში ჩავიდა.

ისრაელის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან, თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

"ლიდერები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას", - იუწყება ჰერცოგის ოფისი თელ-ავივში.

ჰერცოგი მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს 75-ე წლისთავს მიეძღვნება. დაგეგმილია სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმების გაფორმებაც.

აზერბაიჯანმა - ძირითადად მუსლიმებით დასახლებულმა სახელმწიფომ - თელ-ავივში საელჩო მარტში გახსნა, ისრაელის საელჩო კი ბაქოში 1993 წლიდან მოქმედებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S