Accentnews.ge
მოსკოვის მერი საცხოვრებელ კორპუსებზე დრონებით შეტევას ადასტურებს

მოსკოვის მერი საცხოვრებელ კორპუსებზე დრონებით შეტევას ადასტურებს

30/05/2023 05:35:39 მსოფლიო

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქზე დღეს დილით განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობაში მცირე დაზიანება მოხდა.

„დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა“, - დაწერა მერმა „ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ქალაქის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და მომხდარის ყველა გარემოებას იძიებენ. მერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძიმედ არავინ დაშავებულა. მან დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, ინფორმაციის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ.

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, დრონები საცხოვრებელ კორპუსებს დედაქალაქის ორ ქუჩაზე დაეჯახნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S