სკანდინავიის წყლებში რუსეთის "ჯაშუში" ვეშაპი დაცურავს

30-05-2023 06:04:11 მსოფლიო

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში შეამჩნიეს პოლარული ვეშაპი საყელურით, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლებების აზრით, რუსეთი ჯაშუშად იყენებს.

რუსეთთან კავშირზე მიუთითებს წარწერა საყელურზე: "Снаряжение Петербург 2019".

ამ დღეებში ვეშაპი შვედეთის ტერიტორიულ წყლებში შენიშნეს. ადგილობრივი ზოოლოგების განცხადებით, შვედეთის სამხრეთში წყალი ვეშაპებისთვის მეტისმეტად თბილია, ჩვეულებრივ ისინი პოლარული წრის სიახლოვეს ბინადრობენ.

ეს სკანდინავიის წყლებში "ჯაშუში" ვეშაპის გამოჩენის პირველი შემთხვევა არაა. ერთ-ერთი მათგანი 2019 წლის აპრილში ნორვეგიის წყლებში შენიშნეს. მისი საყელური ვიდეოკამერებით იყო აღჭურვილი. ვეშაპი გაწვრთნილი იყო, ხომალდებს ადევნებოდა, მას არც გემების ეშინოდა, არც ადამიანების. იმ ვეშაპს ხვალდიმირი შეარქვეს. სადღეისოდ იგი 14 წლისაა.

ცნობისთვის: დელფინებსა და ვეშაპებს სამხედრო მიზნით საბჭოთა არმიაში 1980-იანი წლებიდან წვრთნიდნენ. პროგრამა 1990-იანებში დაიხურა. 2017 წელს კი რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა მისი ანალოგის დაწყების შესახებ განაცხადეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები