ასტანა რუსეთიდან მიმავალ უცხოურ კომპანიებს ყაზახეთში იწვევს

29-05-2023 22:35:23 მსოფლიო

ოფიციალური ასტანა რუსული ბაზრიდან მიმავალ კომპანიებს ყაზახეთში იწვევს. ოფიციალური მიწვევები უკვე 401 კომპანიას დაეგზავნა და დადებითი პასუხი 67-სგან არის მიღებული, მათგან 25-მა რელოკაციის პროცესი დაასრულა.

ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალმას აიდაროვმა განაცხადა.

მისივე თქმით საუბარია უმთავრესად ამერიკულ, გერმანულ, შვეიცარიულ და იაპონურ კომპანიებზე.

როგორც ჩინოსანმა აღნიშნა, რელოკაციის შესახებ მოლაპარაკებები წარმოებს ასევე იმ ქვეყნების ელჩებთან, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული და ამის გამო მოსკოვს არამეგობრულად ჰყავს გამოცხადებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები