Accentnews.ge
სააკაშვილი: მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად

სააკაშვილი: მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად

29/05/2023 16:11:27 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" განცხადებას აქვეყნებს. ექს–პრეზიდენტი წერს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

„იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა „თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ „ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ „გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოს და ბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას. მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას! ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე", - ნათქვამია განცხადებაში.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განუცხადა. 2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S