სასამართლომ თეა წულუკიანის წინააღმდეგ ეკა კიკნაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

29-05-2023 17:50:16 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის ეკა კიკნაძის საქმეზე, რომელშიც იგი კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ დავობდა იმის დასამტკიცებლად, რომ სამსახურში გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის სამიზნე. სასამართლო მსჯელობდა რამდენად სამართლიანი იყო ეკა კიკნაძის ჩამოქვეითება მუზეუმის მმართველიდან ლაბორანტის პოზიციაზე და ასევე, სამსახურიდან მისი გათვისუფლება.

მოსამართლე სოსო ღურწკაიამ დააკმაყოფილა ეკა კიკნაძის სარჩელის პირველი ნაწილი და უკანონოდ სცნო მისი დაქვეითება ლაბორანტის პოზიციაზე, თუმცა კანონის დარღვევად არ მიჩნია მისი საბოლოოდ გათავისუფლება მუზეუმიდან. სასამართლომ სახელმწიფოს ეკა კიკნაძისთვის 5 000 ლარის გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით.

ეკა კიკნაძის ადვოკატი ცირა ჯანანაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და შეეცდება სააპელაციო სასამართლოში დაამტკიცოს, რომ უკანონო იყო როგორც კიკნაძის ჩამოქვეითება, ასევე მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები