HRW: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში კასეტურ იარაღს კვლავ იყენებს
29/05/2023 13:38:10 მსოფლიო
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში კასეტურ იარაღს კვლავ იყენებს.
HRW გამოდის მოწოდებით, გაძლიერდეს გლობალური ძალისხმევა იმისთვის, რომ კასეტური შეიარაღების გამოყენების ამკრძალავმა საერთაშორისო ხელშეკრულებამ თავის მიზანს მიაღწიოს და ამგვარი იარაღის გამოყენება დასრულდეს.
"2008 წლის 30 მაისს დუბლინში მიღებული კასეტური იარაღის ხელშეკრულება ახლა გამოცდის წინაშეა, ისე როგორც არასდროს", წერს ორგანიზაცია.
HRW ანგარიშში დეტალურად აღწერს როგორ გამოიყენება კასეტური იარაღი მსოფლიოს კონფლიქტებში, მათ შორის რუსეთის მიერ, რაც იწვევს ასობით სამოქალაქო მსხვერპლს, სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის სახლებს, საავადმყოფოებსა და სკოლებს ანადგურებს


