ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში „არჩევნებისა და რეფერენდუმების“ ჩატარებას ითვალისწინებს
29/05/2023 13:23:56 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე დე ფაქტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.
„საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთის ახალ რეგიონებში (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონები) სექტემბერში კენჭისყრის ჩატარებას და იქ ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირებას შესაძლებელს გახდის. ახალი კანონი არჩევნების გამართვას შესაძლებელს ხდის კომენდანტის საათის პირობებშიც, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოთა თანხმობის საფუძველზე", – იუწყება რუსული მედია.


