ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, პოლონეთის პრეზიდენტი კანონს რუსული გავლენების შესახებ ხელს მოაწერს
29/05/2023 11:12:39 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ხელს მოაწერს კანონს, რომელიც საგანგებო კომისიის მიერ რუსული გავლენების გამოძიებას ითვალისწინებს.
"მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან კრიტიკისა, რომ ეს კანონი კუდიანებზე დევნის საფუძველს შექმნის ოპოზიციის წინააღმდეგ, მე მას ხელს მოვაწერ", აცხადებს დუდა.
მმართველი "ნაციონალისტური ორიენტაციის კანონისა და სამართლის" (PiS) პარტია აცხადებს, რომ "ოპოზიციურმა პარტიამ "სამოქალაქო პლატფორმამ" (PO) 2007-დან 2015 წლამდე პერიოდში, როცა ხელისუფლებაში იყო პოლონეთი რუსულ წიაღისეულ საწვავზე სახიფათოდ დამოკიდებულად გადააქცია".
"ეს აჩენს კითხვებს, ხომ არ იყვნენ პარტიის წევრები მოსკოვის გავლენის ქვეშ", აცხადებენ PO–ში.


