Accentnews.ge
ზელენსკი გამოვიდა წინადადებით, ირანს სანქციები 50 წლის ვადით დაუწესდეს

ზელენსკი გამოვიდა წინადადებით, ირანს სანქციები 50 წლის ვადით დაუწესდეს

29/05/2023 10:54:20 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა წინადადებით, ირანს სანქციები 50 წლის ვადით დაუწესდეს - იუწყება სახელმწიფო სააგენტო Unian უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტი სამხედრო აღჭურვილობით და ორმაგი გამოყენების საქონლით ვაჭრობის აკრძალვას მოიცავს. ამასთან, უკრაინა შეაჩერებს თავის ეკონომიკურ და ფინანსურ ვალდებულებებს თეირანთან და ირანში კაპიტალის ექსპორტს აღკვეთს. იკრძალება ირანში ტექნოლოგიის გატანა და ინვესტიციების განხორციელებაც.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S