Accentnews.ge
ბელგოროდის გუბერნატორი: "ოლქის დაბომბვის პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალია მასთან ხარკოვის მიერთება“

ბელგოროდის გუბერნატორი: "ოლქის დაბომბვის პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალია მასთან ხარკოვის მიერთება“

29/05/2023 08:59:01 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვ "ხარკოვის მიერთების" მოწოდებით გამოვიდა.

"ბელგოროდის დაბომბვის პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალია მასთან ხარკოვის ოლქის მიერთება“, – განაცხადა გუბერნატორმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

კითხვაზე, სჯერა თუ არა მას ასეთი შესაძლებლობის, გლადკოვმა თქვა, რომ ეს დაბომბვის პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა იქნება.

რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს - 2022 წლის 24 თებერვალს შეუტიეს. რეგიონის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იყო, თუმცა ქალაქ ხარკოვზე თავდასხმა ჩაიშალა. სექტემბერში უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია დატოვეს.

ბოლო პერიოდში ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ. კიევი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S