ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა
29/05/2023 07:00:55 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტოკიო მზადაა, ჩამოაგდოს ნებისმიერი ჭურვი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სერიოზული დარღვევა იქნება.
ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოფიციალურმა ფხენიანმა სამხედრო საჯაშუშო თანამგზავრზე მუშაობა დაასრულა და მისი გაშვება 31 მაისიდან 11 ივნისამდე მოხდება. კორეელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თანამგზავრი არის სათვალთვალო ტექნოლოგიური პროგრამის ნაწილი, რომლებიც მიზნად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს.


