უკრაინა – რუსეთმა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, კიევზე დრონებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა
29/05/2023 05:30:51 მსოფლიო
რუსეთმა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, კიევზე დრონებით ყველაზე მასიური შეტევა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი პოპკო ავრცელებს.
მისი ცნობით, გამოყენებული იყო ირანული წარმოების „თვითმკვლელი დრონები“. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-მდე უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოგდება მოახერხეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, მთლიანობაში, კვირა ღამით რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე 54 ირანული დრონი გაუშვა. უკრაინული მხარის თქმით, მათგან 52 ჩამოაგდეს.


