Accentnews.ge
ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა

ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა

29/05/2023 05:26:08 მსოფლიო

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის აჰმედ იენერის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად.

აჰმედ იენერმა ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნების შედეგები და აღნიშნა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 52.14% მიიღო.

28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში 14 მაისის არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იღებდნენ მონაწილეობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S