კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ფრანგი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს

28-05-2023 09:43:28 საზოგადოება

საფრანგეთის ქალაქ კანში დასრულდა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მიენიჭა ფრანგი კინორეჟისორის, ჟიუსტინ ტრიეს ფილმს, „დაცემის ანატომია“.

ამის შესახებ კინოფესტივალის ჟიურიმ გამოაცხადა 27 მაისის საღამოს.

ფილმი საუკეთესოდ აღიარეს სხვა 20 სურათს შორის.

ტრიე მესამე ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიგო.

Новости

Другие новости