Accentnews.ge
პოპკო: 28 მაისს გამთენიისას კიევმა დრონების ყველაზე მასშტაბური იერიში მოიგერია

პოპკო: 28 მაისს გამთენიისას კიევმა დრონების ყველაზე მასშტაბური იერიში მოიგერია

28/05/2023 05:48:30 მსოფლიო

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ ყველაზე მასირებული შეტევა უწოდა 27 მაისს გამთენიისას კიევზე განხორციელებულ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას.

„მაისის დაწყებიდან მე-14 საჰაერო თავდასხმაა! დღეს მტერმა გადაწყვიტა კიეველებს კიევის დღე მიულოცოს მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატებით. წინასწარი მონაცემებით, ეს იყო დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა კიევზე რუსეთის შემოჭრის დღიდან, - ნათქვამია პოპკოს განცხადებაში.

კიევის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა რამდენიმე ტალღად განხორციელდა. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არის მსხვერპლი და ნგრევა. გოლოსეევსკის რაიონში ნამსხვრევები შვიდსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსში ჩავარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S