ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ჩასვლაზე უარი განუცხადა
27/05/2023 21:15:18 მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ პეტერბურგის ეკნომიკურ ფორუმზე პრეზიდენტ პუტინის მიწვევა არ მიიღო.
"ამჟამად რუსეთს ვერ ვეწვევი. მადლობა პრეზიდენტ პუტინს მიწვევისთვის" - დაწერა და სილვამ "ტვიტერში".
თავის მხრივ კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად "შესაძლო მედიაციის პირობების საკუთარი ხედვა" გააცნო, პუტინმა კი საპასუხოდ "დიალოგისთვის ღიაობა დაადასტურა" და იქვე კიევი და მისი დასვლელი პარტნიორები "მოლაპარაკებათა ბლოკირებაში" დაადანაშაულა. ამასთან დაკავშირებით და სილვამ დაადასტურა მზადყოფნა, "ინდოეთთან ინდონეზიასთან და ჩინეთთან ერთად" სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
ცნობისთვის: პეტერბურგის ყოველწლიური საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 14-17 ივნისისთვისაა დაგეგმილი.


