Accentnews.ge
ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები დაასახელა

ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინაში ომის დასრულების პირობები დაასახელა

27/05/2023 20:55:12 პოლიტიკა, მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად კიევისადმი მოსკოვის მოთხოვნები დაასახელა.

პირობებს შორის ძირითადი მდგომარეობს უკრაინის მიერ უარის თქმაში არა ნმარტო NATO-ში, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაზეც, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იარაღის დაყრა, ხოლო დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგების შეწყვეტა.

გარდა ამისა, "ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობის" მისაღწევად მოსკოვი აუცილებლად მიიჩნევს, უკრაინამ "ხალთა თვითგამორკვევის უფლების რეალიზების შედეგად წარმოქმნილი ახალი ტერიტორიული რეალიები" აღიაროს.

მოსკოვის მოთხოვნებს შორისაა ასევე უკრაინაში "რუსულენოვანი მოქალაქეებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცულობის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფა და უკრაინაში რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება.

აღსანიშნავია, რომ დღემდე რუსეთს არ წაუყენებია უკრაინისთვის ევროკავშირში არგაწევრიანებისა და რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნები. 2022 წლის ივნისში პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, უკრაინა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც NATO-სგან განსხვავებით, სამხედრო ბლოკს არ წარმოადგენს.

უკრაინის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ომის დასრულება ერთადერთ შემთხვევაში, უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული ჯარის სრულად გაყვანაშია შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S