რუსეთის 5 რეგიონში საჰაერო შეტევების შესახებ იუწყებიან
27/05/2023 20:31:59 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელობამ გააჯეთა განცხადება 27 მაისს მომხდარი ინციდენტების შესახებ, რომლებიც მათი მტკიცებით, უკრაინის მხრიდან საჰაერო შეტევებს უკავშირდებოდა. ცნობილია 3 დაღუპულის თაობაზე.
კერძოდ, რუსული მხარის ინფორმაციით საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ტვერის, ბელგოროდის, კურსკის, ბრიანსკისა და ფსკოვის ოქლებში. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები, არის მსხვერპლი.
ცნობისთვის: უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ბოლო პერიოდში ხშირად ხდება. რუსეთის ეს რეგიონი სახიფათო ადგილად იქცა. 22-23 მაისს ბელგოროდში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" მოქმედებდა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია.
ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.


