ადიგენში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

26-05-2023 20:39:28 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე „მოყვარულთა თასი 2023"-ის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

მოგვიანებით კი ადიგენის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, ამის პარალელურად დაბაში მოსულ სტუმრებს, სიმბოლურად ბუშტები და ხელის დროშები დაურიგდათ"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ადიგენის მოსახლეობას და სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა გოჩა ქიმაძემ მიულოცა.

მერმა მოსახლეობას ტრადიციულად ახალი ინიციატივა გააცნო:

„ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად, წარმოადგინე შენი იდეა მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის“- ადიგენის მერია შენ გაძლევს შესაძლებლობას, წარმოადგინო იდეა, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება.

წარმოდგენილი იდეებიდან, რომელიც გაიმარჯვებს ავტორის სახელი მიენიჭება, დეტალებს კი მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაეცანით“, - აღნიშნა მერმა მისალოცი სიტყვით გამოსვლისას.

"ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაგრძელდა. კონცერტის პარალელურად მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო-გასართობი კუთხე, სახეზე ხატვის კუთხე, ნახატების გამოფენა-გაყიდვა.

ადიგენის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გალაკონცერტით დასრულდა. ადიგენელი მაყურებლის წინაშე, „დუეტი ლეონი“ წარსდგა.

ღონისძიებას ორგანიზება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

26 მაისი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია. ესაა დღე, როდესაც საქართველომ რუსეთის იმპერიისაგან თავი დააღწია და 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა მოახერხა"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები