ადიგენში ფეხბურთში „მოყვარულთა თასი 2023“-ის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრა გაიმართა

26-05-2023 20:34:48 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, დღეს, ფეხბურთში „მოყვარულთა თასი 2023“-ის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"შეჯიბრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და საინტერესოდ წარიმართა.

ზემო ენთელისა და წახანის გუნდების დაპირისპირება, ზემო ენთელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით-5:2.

პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდო, მედლები და თასი გადასცეს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ფეხბურთში, მოყვარულთა თასის 2023 მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ლიგაში იასპარეზებს.

გარდა, საფეხბურთო მატჩისა, დღეს ადიგენელებს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება ელოდებათ.

საზეიმოდ მორთული დაბა, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებით აქტივობებზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივებსა და აქ მოსულ სტუმრებს.

სადღესასწაულო ღონისძიებას "დუეტი ლეონი" გალა კონცერტით დაასრულებს"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები