წალკაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

27-05-2023 15:30:00 სამართალი

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წალკაში ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა. "რადიო თავისუფლების" ცნობით, მომხადრის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ სამუშაოებს ატარებდა აზერბაიჯანული კომპანია - დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით. ამ მუხლით რკინიგზის უსაფრთხოების წესების დარღვევა, თუ ამას მსხვერპლი მოჰყვა, ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები