Accentnews.ge
მედია: ბელგოროდში შს სამინისტროს შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

მედია: ბელგოროდში შს სამინისტროს შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

27/05/2023 06:57:33 მსოფლიო

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის მაისკის დასახლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მიგრაციის დეპარტამენტის შენობაზე ჩამოაგდო.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, 26 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონმა ბელგოროდის ოლქში ასაფეთქებელი მოწყობილობა „გაზპრომის“ შენობაზე ჩამოაგდო.

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირად ხდება. რუსეთის ეს რეგიონი სახიფათო ადგილად იქცა. 22-23 მაისს ბელგოროდში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" მოქმედებდა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია.

ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S