Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი ანდრეი კასიანოვმა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი ანდრეი კასიანოვმა მოინახულა

25/05/2023 15:59:09 საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილთან საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი ავრცელებს:

"დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ოთხწლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, კასიანოვი საქართველოს ტოვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S