„სახალხო დემოკრატიული პარტიისა“ და „მწვანეთა მემარცხენე პარტიის“ ლიდერებმა განაცხადეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს კილიჩდაროღლუს დაუჭერენ
25/05/2023 15:04:16 მსოფლიო
პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ და „მწვანეთა მემარცხენე პარტიის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ 28 მაისს თურქეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს ოპოზიციონერ ქემალ კილიჩდაროღლუს დაუჭერენ.
როგორც ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორი პარტიის ლიდერებმა თქვეს, მათ მიზნად რჩება „თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის გადაყენება არჩევნების გზით“.
სახალხო დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარემ, პერვინ ბულდანმა განაცხადა, რომ 28 მაისი არის „რეფერენდუმი რეჟიმის შესაცვლელად“.
როგორც თურქული „დეილი საბაჰი“ წერს, ეს განცხადება პოლიტიკური პრო-ქურთული პარტიების ლიდერებმა გააკეთეს მიუხედვად იმისა, რომ მანამდე კილიჩდაროღლუს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადა ულტრამემარჯვენე პარტია „გამარჯვებამაც“, რაც უპრეცედენტოა.
თურქული მდიის ცნობით, პრეზიდენტი ერდოღანი მთელი წინასაარჩვენო კამპანიის განმავლობაში ადანაშაულებდა ქემალ კილიჩდაროღლის ტერორისტებთან გარიგებაში. ის ამტკიცებდა, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი დახმარებას იღებს სახალხო დემოკრატიული პარტიისგან, რომლის წინააღმდეგაც ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით სასამართლო პროცესი გრძელდება.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.


