მერია: ადიგენში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები აქტიურად ხორციელდება

25-05-2023 17:58:31 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები აქტიურად ხორციელდება,- ამის შესახებ მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"ადიგენის მუნიციპალიტეტში ე.წ „კურცხანის“ სასმელი წყლის ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 1030 მეტრის მონაკვეთზე სასმელი წყლის არსებულ ქსელზე მოეწყობა D-355 მმ სასმელი წყლის 20 ატმოსფეროიანი პლასტმასის მილი, რკინა-ბეტონის ჭებით.

დასრულებული პროექტით მუნიციპალიტეტის რვა სოფელი ისარგებლებს. მისი ღირებულება 540 500 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.ადიგენის მერის გოჩა ქიმაძის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე პროექტებზე მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი მიმდინარეობს"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები