Accentnews.ge
TDI: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია, "მოჩვენებითი სტაბილურობა" რეპრესიული პოლიტიკის შედეგია

TDI: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია, "მოჩვენებითი სტაბილურობა" რეპრესიული პოლიტიკის შედეგია

25/05/2023 13:00:23 საზოგადოება

"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია, ხოლო "მოჩვენებითი სტაბილურობა" ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის შედეგია.

TDI-ს შეფასებით, 2022 წელი საქართველოს ხელისუფლების ღიად ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკით გამოირჩეოდა, რაც, მათივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე თვალსაჩინო გახდა.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ, ერთი შეხედვით, ვითარება თითქოს სტაბილურია და მნიშვნელოვან რეგრესს არ განიცდის, თუმცა რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის, სახელმწიფო პოლიტიკის და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს "სტაბილურობა" მოჩვენებითია.

"რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში არსებული პრობლემების აქტუალობა შესუსტებულია. ზედაპირზე ნაკლებად ჩანს ახალი, ხისტი და ძალადობრივი შემთხვევები, შემცირებულია დანაშაულის სტატისტიკა, პრობლემებზე შედარებით იშვიათად ლაპარაკობენ თავად რელიგიური გაერთიანებებიც, ქვეყნის საერთო პრობლემურ საკითხებშიც რელიგიის თავისუფლების თემატიკა ნაკლებად ჩნდება. რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული ყველა სისტემური პრობლემა გადაუჭრელია", – ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაცია საუბრობს საკანონმდებლო დისკრიმინაციაზე და წერს, რომ "ხელისუფლებას არ უცდია აღმოეფხვრა ის პრაქტიკა, რაც მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ქონებრივ და საგადასახადო უფლებებსა და პრივილეგიებს".

ანგარიშში მაგალითად მოყვანილია სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ათავისუფლებს სამხედრო ვალდებულებისგან. ცვლილების მიღება და ძალაში შესვლა პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S