
NAEC.GE: წელს ერთოვნული გამოცდებისთვის რეკორდული რაოდენობის აბიტურიენტი დარეგისტრირდა
25/05/2023 10:25:53 საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკური მაჩვენებლები წარადგინა. მონაცემების თანახმად:
1. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის - 45 000 აბიტურიენტი;
2. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრირებულია - 3000-ზე მეტი სტუდენტი;
3. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრირებულია - 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი;
4. მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის - 16 000-ზე მეტი აპლიკანტი;
5. სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის - 2500-მდე გამოსაცდელი.