Accentnews.ge
მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მოსკოვშია

მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მოსკოვშია

25/05/2023 09:06:21 საზოგადოება

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში რუსეთის პატრიარქი კირილის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით მოსკოვში იმყოფება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

ჯაღმაიძემ "ფორმულასთან" თქვა, რომ ფაქტის "შეფასებას" არ დაიწყებს და აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან "ქარისტული კავშირი აქვთ, შესაბამისად, არ არის აკრძალული მსახურებაზე დასწრება":

"ჩვენ ეს ინფორმაცია გავიგეთ მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოქვეყნდა. კერძო ვიზიტია, როგორც ჩანს. არ დავიწყებ ახლა შეფასებას ახლა, აკრძალული არ არის არც მილოცვა, არც მსახურებაზე დასწრება, ჩვენ გვაქვს კავშირი ქარისტული მათთან, უბრალოდ ფაქტი ის არის, რომ ინფორმაცია ამის შესახებ გავიგეთ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S