
მორგოშია: "წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს, ესეც დასაფასებელია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"
25/05/2023 09:00:03 საზოგადოება
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია მიესალმება იმ ფაქტს, რომ 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა არ ჩამოკიდეს.
„რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა!!! მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! დიდება უფალს!!! გაუმარჯოს საქართველოს!!,“ – წერს იგი სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში აღარ ფიგურირებს. როგორც მტავრობაში განმარტავენ, გაფორმება ყოველწლიურად იცვლება თემისა და სლოგანის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით არ გაფორმებულა პარლამენტი წელს ევროკავშირის დროშით.