პოდოლიაკი: უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღეა, გრძელდება
25/05/2023 08:40:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაწყებულია და უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება.
„კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრის გასწვრივ 1500 კილომეტრზე ინტენსიური ომი მიმდინარეობს, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვეცით, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში", - განუცხადა პოდოლიაკმა იტალიურ ტელეარხ Rai-ს.
მისი თქმით, ახლა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, Leopard-ის ტიპის ტანკები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები აქვს.
„F-16-ები საბოლოოდ მოგვცემენ საჰაერო სივრცის დახურვის საშუალებას. პარადოქსია: ისინი რომ ერთი წლის წინ გვქონოდა, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა", - აღნიშნა


