Accentnews.ge
პრიგოჟინი: "ვაგნერმა" ბახმუტიდან გასვლა დაიწყო

პრიგოჟინი: "ვაგნერმა" ბახმუტიდან გასვლა დაიწყო

25/05/2023 08:01:09 მსოფლიო

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტიდან საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.

"ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი ზურგის ბანაკებში 1 ივნისამდე გადაინაცვლებს, პოზიციებს სამხედროებს გადასცემს და თუ მათ გაუჭირდებათ, ქალაქში დარჩებიან ისინი, ვინც ბახმუტის დაპყრობაში ძირითადი როლი შეასრულა", – აცხადებს პრიგოჟინი.

22 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ბახმუტს 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში დატოვებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S