Accentnews.ge
ფლორიდის გუბერნატორს შეერთებული შტატების პრეზიდენტობა სურს

ფლორიდის გუბერნატორს შეერთებული შტატების პრეზიდენტობა სურს

25/05/2023 07:41:42 მსოფლიო

ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა რონ დესანტისმა აშშ-ის ფედერალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად შეატყობინა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის განზრახვა. 44 წლის დესანტისი "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატობისთვის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ 76 წლის დონალდ ტრამპთან ერთად იბრძოლებს.

როგორც დესანტისმა, განაცხადა, "პრეზიდენტად კენჭს იყრის, რათა სათავეში ჩაუდგეს ამერიკის დიდ დაბრუნებას და დასრულდეს „დამარცხების კულტურა“, რომელმაც ბოლო წლებია, "რესპუბლიკური პარტია" მოიცვა.

ტელეკომპანია NBC-ის მიერ აპრლში ჩატარებული გამოკითხვით, რესპუბლიკელების მხარდამჭერთა უმრავლესობა ემხრობა პრეზდენტობის კანდიდატად დონალდ ტრამპის წარდგენას. რონ დესანტისს უპირატესობა გამოცემების USA Today-ს და WSJ-ს მიერ გამოკითხულთა უმეტესობამ მიანიჭა.

როგორც Associated Press წერს, დესანტისი ტრამპს ბევრი რამით ჰგავს, მათ შორის პოპულისტური პოლიტიკით და რიტორიკით და ზოგიერთი მანერითაც კი.

რონ დესანტისი 2013-2018 წლებში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. იგი 2019 წლის იანვრიდან ფლორიდის შტატის გუბერნატორია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S