Accentnews.ge
საგამოძიებო სამსახური: 17 აფთიაქში "სააფთიაქო ნარკომანიის" ფაქტები გამოვლინდა

საგამოძიებო სამსახური: 17 აფთიაქში "სააფთიაქო ნარკომანიის" ფაქტები გამოვლინდა

25/05/2023 06:57:29 საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 17 მოქმედ აფთიაქში "სააფთიაქო ნარკომანიის" ფაქტები გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების 1-დან 3 წლამდე ვადით აღკვეთით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S