Accentnews.ge
აშშ და სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

აშშ და სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

25/05/2023 06:40:09 მსოფლიო

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებენ.

სეულისა და ვაშინგტონის განცხადებით, წვრთნები ორ ქვეყანას შორის სამხედრო ალიანსის დამყარებიდან 70 წლისთავს ეძღვნება.

წვრთნებში მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღიიქნება ჩართული. რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის.

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ საკუთარ „ზღურბლთან“ ასეთ მტრულ ქმედებას არ დაუშვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S