
"სირცხვილია": "ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია"
25/05/2023 06:01:58 საზოგადოება
მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციით, ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და უკრაინაში ომს ღიად უჭერს მხარს, თბილისშია.
როგორც „სირცხვილია“ სოციალურ ქსელში წერს, ანსამბლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, მანამდე ჩატარებული კონცერტი კი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს.
„სირცხვილიას“ წევრებმა პროტესტის ნიშნად, ანსამბლის კუთვნილ ავტობუსზე წარწერები დატოვეს და ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.