პენტაგონი: უკრაინელი სამხედროების წვრთნა „აბრამსის“ ტანკებზე მომავალ კვირას დაიწყება
24/05/2023 18:15:57 მსოფლიო
უკრაინელი სამხედროების წვრთნა „აბრამსის“ ტანკებზე მომავალ კვირას დაიწყება. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ პენტაგონის წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას გერმანიაში დაახლოებით, 250 უკრაინელი სამხედრო ჩავა წვრთნების გასავლელად. უკრაინელი სამხედროები მომზადება გაივლიან „ აბრამსის“ 31 ტანკზე, რომლებიც გერმანიაში ამ თვის დასაწყისში ჩავიდა.
როგორც მოსალოდნელია, სწავლება დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება და ის ტანკის ტარებას, მანევრირებას და ტექნიკურ მომსახურებას მოიცავს.
აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, "აბრამსის“ ტანკების კიდევ ერთი პარტია უკრაინას შემოდგომისთვის მიეწოდება.


