ველით, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტში მიიღებს მონაწილეობას და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები სამიტის კომუნიკეში აისახება
24/05/2023 16:59:56 პოლიტიკა
ველით, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტში მიიღებს მონაწილეობას და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები სამიტის კომუნიკეში აისახება. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ჯერ კიდევ ვწყვეტთ იმას, თუ როგორ ჩატარდება [ვილნიუსის] სამიტი. ველით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტში, დიდი ალბათობით საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტში მონაწილეობდა და ბევრი პარტნიორი მაშინ წარმოდგენილი იყო უმაღლეს დონეზე ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
საბოლოო ჯამში, კითხვა იმაში არ არის თუ ვინ დაესწრება სამიტს. ძალიან ერთგული ვართ საქართველოსი და გავაგრძელებთ ერთგულებას, იმისდა მიუხედავად თუ ვინ ესწრება სამიტს. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ვლობირებდი, რომ საქართველო წარმოდგენილი ყოფილიყო, ვინაიდან, ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდში და გვსურდა შეგვეფასებინა, როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია.
ვინაიდან, ძლიერ კომუნიკეს მივიღებთ, რომელიც ნატო-ს პირველი პოლიტიკური დეკლარაცია იქნება [უკრაინაში] ომის დაწყებიდან. მადრიდში სტრატეგიული "კონცეპტი" მივიღეთ, ეს განსხვავებული დეკლარაციაა მომავალ წლებში ნატო-ს პოლიტიკური გზის დახაზვის მხრივ და ასევე ველი, რომ საქართველო ამ კომუნიკეს ნაწილი იქნება და მასში თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები აისახება”, - განაცხადა კოლომინამ.


