
ადიგენის ცენტრალურ ქუჩებში მანათობელი ინსტალაციები გამოჩნდა
24/05/2023 13:44:55 საზოგადოება, რეკლამა
„როცა საკუთარი თავის გარდა არავის ეჯიბრები სიცოცხლე დღესასწაული ხდება“, „მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიც არის“, „ნურასოდეს ესვრი სხვას ტალახს, შეიძლება, ააცილო, ხელი კი ტალახიანი დაგრჩეს", -ამ და სხვა წარწერებით დაბა ადიგენის ცენტრალურ ქუჩებში ინსტალაციები გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს
"მანათობელ ინსტალაციებთან ერთად დღეს პარკში მუნიციპალიტეტის რუკაც განთავსდა. დღესვე ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით ე.წ წიგნების ბუდე „ მინი ბიბლიოთეკები“ ცენტრალურ პარკში მოეწყო.
„მინი ბიბლიოთეკის“ მიზანს ახალგაზრდების წიგნიერების ამაღლება, წიგნის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად ქცევა და საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მკითხველს, ბიბლიოთეკიდან შეუძლია, არსებული წიგნის გამოყენება, ხოლო სურვილის შემთხვევაში საკუთარის დატოვება", – აცხადებენ ადიგენის მერიაში.